19 თებერვალი 2022 წელი

პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ვებინარი თემაზე: „ერთად ვებრძოლოთ პლაგიატს“. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ძირითადი სტრატეგიები, ტექსტის შექმნის პრინციპები და პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში და ნახეს პლაგიატის პრევენციის შესახებ ,,Erasmus+“-ის პროექტის ფარგლებში ,,აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ მომზადებულ ვიდეორგოლები.