27 ოქტომბერი 2021 წელი

წარმატებით გაიარა პროგრამული აკრედიტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ფიზიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამამ. ვულოცავთ ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას.