26 ნოემბერი 2019 წელი

ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილების საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორ დავით დევაძეს ტიტუს ფილიპოვიჩის სახელობის ჯილდო გადაეცა. პირველი სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების პროგრამის გამარჯვებული პროფესორი დავით დევაძე სტაჟირებას ორი თვის განმავლობაში, პოლონეთში, ლუბლინის მარია კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტში გაივლის. გამარჯვებულს ჯილდო პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა გადასცა. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვარშავისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.