24 სექტემბერი 2019 წელი

ისტორიის დოქტორმა ნანა გეგელიშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „სწავლების დამხმარე ტექნოლოგია - ნეირო პლასტიურობა და განათლება“. მომხსენებელმა ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ადრეული და დაწყებითი განათლების დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიები გააცნო, რომლებიც ეხება კონცენტრაციის, აზროვნების, მეხსიერების უნარის განვითარებას. ნანა გეგელიშვილმა ლექციაზე ასევე ისაუბრა ადრეული განათლების მნიშვნელობაზე. ამ პერიოდში უყალიბდება ბავშვს სწავლის ა უნარი და სოციალური თვისებები.