სემინარები

სემინარის თემა: გარემოს გაჭუჭყიანება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია“ აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორი ნუნუ ნაკაშიძე, 27 მარტ, 15:00 საათი, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

დედამიწაზე სიცოცხლის მთავარი საფრთხე გარემოს დაბინძურებაა. ის ყოველწლიურად 9 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს - სამჯერ მეტს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი და მალარია ერთად აღებული და 15-ჯერ მეტს, ვიდრე ყველა ომის, თუ ძალადობის სხვა ფორმების ერთობლიობა, რაც დედამიწაზე ადამიანთა ნაადრევი სიკვდილიანობის საშუალოდ 16 პროცენტს შეადგენს.

დაბინძურების სამ მთავარ წყაროდ მიიჩნევა:
• ინდუსტრიული გამონაბოლქვი;
• მანქანის გამონაბოლქვი;
• ტოქსიკური ნივთიერებები.

გლობალური დაბინძურება საფრთხეს უქმნის მთლიანად დედამიწის სიჯანსაღეს, ანგრევს მის ეკოსისტემას და ხელს უწყობს კლიმატურ ცვლილებებს.  დაბინძურებულია არამარტო ჰაერი, არამედ ქიმიკატებით გაჯერებულია წყალი და ნიადაგი. ეს უკანასკნელი პრობლემა დღითი-დღე, წლიდან წლამდე  იზრდება.  1950 წლის შემდეგ დედამიწაზე 140 ათასზე მეტი ახალი, სინთეზური ქიმიკატი და პესტიციდი შეიქმნა. აქედან სულ ცოტა, 5 ათასი გარემოში უკვე ფართოდაა გავრცელებული და შესაბამისად, ადამიანთან მჭიდრო და ხანგრძლივი შეხება აქვს.

პროდუქტი ითვლება ეკოლოგიურად სუფთად, რომელიც ფლობს კვებით ღირებულებებს, აუმჯობესებს ჯანმრთელობას, მისი გამოყენებისას არ გააჩნია კარცენოგენური, მუტაგენური ან არასახარბიელო მოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის უმთავრესი განმსაზღვრელი პირობა ის არის, რომ იგი არ უნდა შეიცავდეს ტოქსიკურ ნივთიერებებს(მძიმე მეტალები, ნიტრატები, ფტორი, ქლორი, პესტიციდების ნარჩენები და სხვა) იმაზე მეტი რაოდენობით, რაც მცენარისათვის არის დამახასიათებელი და შეიძლება დაგროვდეს ხელსაყრელ გარემო პირობებში.

საკვები პროდუქტების წარმოების და გამოყენების საქმეში ძირითადი კრიტერიუმია მისი ხარისხი. აქედან გამომდინარე, მაღალი ეკოლოგიური დატვირთვის პირობებში, აუცილებელია გაკონტროლდეს ნიადგიდან, წყლიდან, ჰაერიდან და საერთოდ გარემომცველი გარემოდან მცენარეთა მიერ დამაბინძურებელი ტოქსიკური ნივთიერებების შეთვისების ინტენსივობა, რომელიც დამოკიდებულია  სხვადსხვა ფაქტორებზე.

სხვადასხვა ენერგეტიკული საშუალებით, სასუქებით და მრეწველობის ანარჩენებით დაბინძურებული გარემოდან ტოქსიკური ნივთიერებები - ნიტრატები, მძიმე ლითონები (ტყვია, ვერცხლისწყალი,  კადმიუმი), ქლორორგანული,  ფოსფორორგანული შენაერთები და რადიონუკლიდები ხვდებიან მცენარეულ პროდუქტებში, აქედან კი ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში, რაც მათი არა მარტო მოწამვლის, არამედ მრავალი მძიმე დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე გარემოს ეკოლოგიური სისუფთავის დაცვას, ზრუნვას დედამიწაზე,  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას  უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის კეთილდღეობისათვის და საერთოდ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის.

  დანართ

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა