სემინარები

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, ცისნამი ბერიძე 2024 წლის 20 ნოემბერს წარმოადგენს სემინარს თემაზე : "მერისის ხეობის ლექსიკური თავისებურებანი".

სემინარი თემაზე: „მერისის ხეობის ლექსიკური თავისებურებენი“

(ანოტაცია)

2024 წლის 20 ნოემბერს, 12 საათზე ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში ჩავატარე სემინარი თემაზე: „მერისის ხეობის ლექსიკური თავისებურებანი“. სემინარისთვის გამოვიყენე მერისის ხეობაში ჩემ მიერ ჩაწერილი ემპირიული მასალა. ცოცხალ მეტყველებაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ აქაურთა მეტყველება მრავალფეროვანია ფონეტიკური თუ გრამატიკული თავისებურებებით. ხეობის ლინგვისტური პორტრეტისთვის საინტერესოა ლექსიკური მხარეც.  გამოვლინდა, არქაული ფორმები (აბედი, აბანო, ასტამი, გარგანი...), საკუთრივ დიალექტიზმები (ახორთლაღება, ბაზი, გორხოლო...), უცხო ენის გავლენით დამკვიდრებული სიტყვები (სპარსიზმები, თურქიზმები, არაბიზმები, რამდენიმე იტალიური და ბერძნული ლექსიკური ერთეული...) და ზანიზმები (ბადიში, ბიგალი, ბურდღა, გოროხი...). არქაულ ლექსიკურ ერთეულთა უმრავლესობა იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, რაც ძველ ქართულში იყო, ნაწილი კი მეტ-ნაკლებად შეცვლილი სემანტიკით დასტურდება. გამოვლინდა ისეთი სიტყვებიც, რომლებიც ზემო აჭარის სხვა ხეობაში არ გვხვდება. თითოეული ლექსიკური ერთეული გადამოწმებულია და განმარტებულია სხვადსხვა ქართული ლექსიკონის მიხედვით. ხეობაში დასტურდება საინტერესო ხატოვანი სიტყვა-თქმებიც, რომლებიც გადმოგვცემენ  ხალხის განცდებს, ემოციებს ალეგორიული და გადატანითი მნიშვნელობით.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა