სამხრეთ-დასავლეთ შავიზღვისპირეთის მკვიდრთა შეხედულებები იმქვეყნიურ სამყაროზე, სიკვდილსა და სიცოცხლეზე ფიჭვნარის სამაროვნების არქეოლოგიური მასალის მიხედვით
საქართველოს ზღვისპირეთის ანტიკური ხანის სამაროვნები დიდი ხანია ინტენსიური კვლევის ობიექტს წარმოადგენს. არქეოლოგიური ძიების მასშტაბის ზრდის კვალობაზე მზის სინათლეზე ახალი მასალა გამოდის, შესაბამისად, ფართოვდება შესასწავლ საკითხთა წრე. ახალი არტეფაქტები საშუალებას გვაძლევს უფრო ვრცლად ვისაუბროთ ადგილობრივ მკვიდრთა სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გარე სამყაროსთან სავაჭრო კავშირებზე, ასევე სულიერ კულ-ტურასა და რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებზე.
დაკრძალვის რიტუალი იმ შეხედულებათა ანარეკლია, რომელიც ათასწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა და ეფუძნებოდა, როგორც რე ლიგიურ და მითოლო-გიურ რწმენა-წარმოდგენებს, ასევე სოციალ-პოლიტიკურ სტრუქტურებს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ჯერ კიდევ დამწერლობამდე ეპოქიდან მოყოლებული, უკლებლივ ყველა ერთიანდებოდა იმ იდეის გარშემო, რომ „სიცოცხლე სიკვდილის შემდეგაც გრძელდება”. ჩვენ წარმართ წინაპრებსაც სწამდათ იმქვეყნიური ცხოვრების, ამიტომ დღენიადაგ ზრუნავდნენ გარდაცვლილთა სულებზე და ზედმიწევნით ასრულებდნენ მაგიურ რიტ უ ალებს მსხვერპლშეწირვებისა და აღაპების სახით.
ანტიკური ეპოქის დაკრძალვის რიტუალის შესწავლის თვალსაზრისით, მრავლის მთქმელია ფიჭვნარის კლასიკური და ელინისტური ხანის სამაროვნების არქეოლ ოგი ური მასალა. ის ფაქტი, რომ აღნიშნულ სამაროვნებზე საუკუნეების მანძილზე იკრძალებ ოდნენ როგორც ადგილობრივები (კოლხები), ასევე მოახალშენეები (ელინები), ერთიორად ზრდის ფიჭვნარის ნაქალაქარის სამეცნიერო მნიშვნელობას ძველი საზოგადოების ტრა დ იციული ცხოვრების წესის და სულიერი კულტურის კვლევის თვალსაზრისით.
უკან |