განხილულია ლოკალიზებული და კვაზილოკალიზებული ელექტრონების სრული სპინის x და y კომპონენტების დინამიკა ანიზოტროპულ მაგნეტიკებში π/2 რადიოსიხშირული იმპულსის შემდეგ. კერძოდ, განხილულია სრული სპინის განივი კომპონენტების რეგულარულ და არარეგულარულ (რელაქსაციურ) მოძრაობაზე მაგნეტიკებში ანიზოტროპული სპინური ურთიერთქმედების გავლენა. ანიზოტროპული ურთიერთქმედებია სპინური ურთიერთქმედება კრისტალურ ველთან და ძიალოშინსკი-მორიას ურთიერთქმედებით. მიღებულია გამოსახულებები, რომლებიც აღწერენ რეზონანსული სიხშირის წანაცვლებას და თავისუფალი ინდუქციის მილევას რელაქსაციის გავლენის გათვალისწინებით სხვადასხვა შემთხვევებში. აგრეთვე მიღებულია გამოსახულებები რეზონანსული სიხშირის წანაცვლებას და თავისუფალი ინდუქციის მილევის დამოკიდებულებისთვის გარე სტატიკური მაგნიტური ველის ორიენტაციაზე. მიღებული განტოლებები გამოყენებულია კონკრეტული მასალების შემთხვევაში. ნაშრომში გამოყენებული იმპულსური მეთოდის მრავალიმპულსური ვარიანტი გამოყენებულია დისკრეტული დროის კრისტალების კვლევებში.
უკან |