სემინარები

2023 წლის 31 მაისს 12.00 სთ -ზე ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი ზურაბ მეგრელიშვილი და ასისტენტ პროფესორი ნინო დონდოლაძე ჩაატარებენ სემინარს თემაზე ნატრიუმ - კათიონიტური ფილტრების ჩანატვირთვის დაცვა ჩაკირვისაგან

ნატრიუმ-კათიონიტური ფილტრების რეგენერაციისათვის ნატრიუმის სულფატის ხსნარის გამოყენებისას წარმოიქმნება მაღალი საერთო სიხისტის მქონე ჩამდინარე წყლები. კალციუმის სულფატის კონცენტრაცია 3 – 4 ჯერ აღემატება მის ხსნადობას. ეს იწვევს ფილტრის ჩანატვირთის ტანში კალციუმის სულფატის დალექვის საშიშროებას, რაც ჩანატვირთის ჩაკირვას გამოიწვევს. ჩანატვირთში თაბაშირის დალექვის თავიდან აცილება შესაძლებელია მარილის კრისტალების ჩანასახწარმოქმნის ინდუქციური პერიოდის გაზრდით, რისთვისაც შერჩეული იყო ინჰიბიტორი - ნატრიუმის ჰექსამეტაფოსფატი. კრისტალების ჩანასახწარმოქმნის ინდუქციური პერიოდის დასადგენად უნდა ვიცოდეთ ან დავადგინოთ ხსნარის ზენაჯერობის ხარისხი. კონცენტრირებულ ხსნარებისათვის, როგორიც არის ნატრიუმ - კათიონიტური ხსნარები, ზენაჯერობის ხარისხს ვადგენთ ხსნადობის ნამრავლის გამოყენებით, რომელშიც შედიან ცალკეული იონების აქტიურობის კოეფიციენტები. ცალკეული იონების აქტიურობის დასადგენად ვისარგებლეთ დებაია - ხუკელის დამოკიდებულებით დევისის შემასწორებელი კოეფიციენტით. მრავალკომპონენტური ხსნარების საშუალო აქტიურობის კოეფიციენტის დასადგენად კი ვისარგებლეთ მეისნერის, კაზიკისა და ტესტერის შემოთავაზებული მეთოდიკით. მიღებულია სხვადასხვა კონცენტრაციის რეგენერაციული ხსნარისათვის 4CaSO აქტიურობის კოეფიციენტი 42SONa ხსნარებში, დევისის შემასწორებელი კოეფიციენტის მნიშვნელობები, კალციუმის სულფატის ზენაჯერობის ხარისხი.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა