ანოტაცია
- ენა და მეცნიერება – ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სოციოკულტურული ფენომენებია;
- ენობრივი პოლიტიკა, ენობრივი სიტუაცია, ენობრივი აზროვნება, ენობრივი პიროვნება – ერთმანეთთან გადაჯაჭვული სოციოლინგვისტური პრობლემებია, რომლებიც ნაკლებად შესწავლილია საქართველოში;
- ყველა საზოგადოებაში ყალიბდება ენობრივი პროირიტეტებისა და აკრძალვების სისტემა, რომელიც შუალოდ დამოკიდებულია ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე და კონკრეტულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვიტარებაზე;
- ათვისებული ენები უყალიბებს სოციუმის წევრებს სამყაროს ენობრივ სურათს;
- ენობრივი სიტუაციის პოსტსაბჭოური პერიოდის ანალიზი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ენობრივი პრიორიტეტებისა და აკრძალვების შეცვლამ გამოიწვია გადასვლა რუსულ-ქართული ბილინგვიზმიდან პოლილინგვიზმისკენ (ასაკობრივი ფენების მიხედვით);
- 1991 წ. შემდეგ თავისუფალი საქართველოს ენობრივი პოლიტიკა მიმართულია სახელმწიფო ენის გაძლიერებაზე, ეროვნული უმცირესობების ენების დაცვაზე და საერთაშორისო ინგლისური ენის განვითარებაზე;
- საერთო გლობალიზაიის პირობებში საქართველოში ჩამოყალიბებულ სოციოლინგვისტურ სიტუაციაში ყურადღებას მოითხოვს მეცნიერების, თარგმანის და მეცნიერული აზროვნების ენების პრობლემა.

უკან |