დიფერენციაცია არის ცოცხალი ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების პროცესში ერთგვაროვანი უჯრედებისაგან განსხვავებული უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების წარმოქმნის პროცესი.
- როგორ და როდის აღარაა ეს ახალწარმოქმნილი უჯრედები დედისეულისა და დისეულის მსგავსი?
- როგორ წარმოიქმნება სპეციალიზებული უჯრედული სტრუქტურები, რომლებიც განსაკუთრებულ, სპეციალურ ფუნქციას ასრულებენ?
- როგორ რეგულირდება უჯრედთა ეს გარდაქმნა ორგანიზმის მიერ?
უჯრედული დიფერენციაციის პრობლემის არსი სწორედ, აღნიშნულ კითხვებში მდგომარეობს. ამ კითხვებს პასუხი გაეცემა სემინარზე. კერძოდ, განხილული იქნება ციტოპლაზმისა და ბირთვის როლი დიფერენცირების პროცესში; კვერცხუჯრედული დიფერენციაციის საკითხი; კვერცხუჯრედული ინდუქციი ანუ დედისეული ეფექტის როლი დიფერენციაციის პროცესში; გენთა ფუნქციონირების შექცევადობა ამ დროს და გენთა დერეპრესია-რეპრესიის კანონზომიერებანი; განხილული იქნება უჯრედული და ქსოვილური ინდუქციის როლი დიფერენცირების პროცესში.

უკან |