სადღეისოდ დიდია ინტერესი გალიუმ-არსენიდის (GaAs) მიმართ, იმის გამო, რომ მის საფუძველზე შეიძლება შეიქმნას ახალი ნახევარგამტარული ხელსაწყოები და ელექტრომექანიკური სისტემები. გალიუმ-არსენიდზე მუშაობის დაწყების წინ დაისვა ამოცანა, რომ შექმნილიყო ელექტრო-ფიზიკური პარამეტრების სისტემა, რომელიც უფრო სრულად დაახასიათებდა ნახევარგამტარული მასალების გამოყენებას კონკრეტული ტიპის ხელსაწყოების შესაქმნელად.
კვლევებში ნაჩვენებია, რომ ერთგვაროვან მაგნიტურ ველში დაბალ ტემპერატურებზე, ელექტრული გარღვევის რეჟიმში, ვოლტ-ამპერული მახასიათებლის პირდაპირი შტოს S-ის და N-ის ფორმის მსგავს უბნებზე, წარმოიშვება დაბალსიხშირული რხევები. რხევების სიხშირე, ამპლიტუდა და მილევადობა დამოკიდებულია ნიმუშში ღრმა ცენტრებისა და ვაკანსიების კონცენტრაციაზე და ნიმუშზე მოდებული ძაბვის სიდიდეზე.

უკან |