მოდულური სწავლების საკითხებზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგები დაიწყო. ერთი კვირის განმავლობაში ექსპერტი და კონსულტანტი შორენა ჯაფარიძე პროფესიული პროგრამების პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს ისეთ აქტუალურ საკითხებს გააცნობს, როგორიცაა: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი, მოდულის სტრუქტურა და მოდულური სწავლების არსი, პროფესიული სწავლების თანამედროვე მიდგომები, პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო, კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების არსი, პროფესიული სტანდარტი, მოდულების ნაირსახეობანი (ზოგადი, პროფესიული სავალდებულო, არჩევითი).
ტრენინგი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება.
უკან |