ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს ულოცავს სტუდენტობას და უსურვებს წარმატებულ, საინტერესო, ნაყოფიერ სტუდენტურ ცხოვრებას!
ბსუ-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების აკადემიური რეგისტრაცია იწარმოებს 15 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი: პრაქტიკოსი ექთანი; ფარმაცევტის თანაშემწე (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, II კორპუსი, ოთახი №323);
- ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ვებ პროგრამისტი; ვებინტერფეისის დიზაინერი; ვებინტერფეისის დეველოპერი; კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №211);
- განათლების ფაკულტეტი: ბაგა ბაღის აღმზრდელი პედაგოგი; (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, I კორპუსი, ოთახი №49);
- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: ბუღალტერ - ტექნიკოსი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №414);
- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ბიბლიოთეკარი; კორესპონდენტი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №518);
- ტურიზმის ფაკულტეტი: სარესტორნო საქმისმწარმოებელი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №404; საერთო საცხოვრებლის შენობა);
- ტექნოლოგიურ ფაკულტეტი: არქიტექტორ-ტექნიკოსი; ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების დიაგნოსტიკოს შემკეთებელი; მეფუტკრე; მშენებლობის მწარმოებელი (მისამართი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №12, ოთახი №103);
რეგისტრაციისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
- ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი მოწმობის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- გ) ფოტოსურათი 2 ცალი (3x4), ასევე სურათის ელექტრონული ვერსია (СD დისკი);
- დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ჩარიცხვის ბრძანება გამოიცემა 2017 წლის 22 ნოემბერს!
სასწავლო პროცესი დაიწყება 2017 წლის 27 ნოემბერს!
უკან |