პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

წარმატებით გაიარა ავტორიზაცია შვიდმა ახალმა პროფესიულმა საგანმანათლებლო პროგრამამ

სურათი

წარმატებით გაიარა ავტორიზაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდმა ახალმა პროფესიულმა საგანმანათლებლო პროგრამამ. ბსუ 2017-2018 სასწავლო წელს განახორციელებს შემდეგ პროგრამებს: მეფუტკრე (III საფეხური), ვებპროგრამისტი (V საფეხური), ვებინტერფეისის დეველოპერი (III საფეხური), ვებინტერფეისის დიზაინერი (III საფეხური), ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი (III საფეხური), ბუღალტერ ტექნიკოსი (III საფეხური) და ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი (V საფეხური).

უნივერსიტეტი ასევე გამოაცხადებს მიღებას პროგრამებზე: ბანკის მოლარე-ოპერატორი (III საფეხური), პრაქტიკოსი ექთანი (V საფეხური), ფარმაცევტის თანაშემწე (IV საფეხური), ბიბლიოთეკარი (IV საფეხური), კორესპონდენტი (III საფეხური), არქიტექტორ-ტექნიკოსი (IV საფეხური) (მოდულური პროგრამა), მშენებლობის მწარმოებელი (IV საფეხური), სარესტორნო საქმისწარმოება (III საფეხური) და კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი (III საფეხური).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა