პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

პროფესიული გადამზადების პროგრამა „მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა“

სურათი

ბსუ-ში წარმატებით ხორციელდება პროფესიული გადამზადების პროგრამა „მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა“. სამთვიანი პროგრამის მეორე ნაკადში გადამზადდა 14 მსმენელი, რომლებმაც მიიღეს თეორიული და პრაქტიკული სწავლება რეგიონში კონკრეტულ აგრარულ კულტურებში გავრცელებული ყველა დაავადებისა და მავნებლის, მათი მართვისა და პრევენციის შესახებ. პროგრამა განკუთვნილია დარგში ჩართული პირებისათვის, არსებული სპეციალისტებისა და ფერმერებისათვის.

პროგრამა ხორციელდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ბაზაზე. ,,მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა“ მომზადებულია ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში „სანიტარული და ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებითა  და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამის შემუშავების წინაპირობა იყო აგრარულ სპეციალისტებში დაავადებების შესახებ განახლებულ ინფორმაციაზე მაღალი მოთხოვნა. პროგრამის მომზადებაში ჩართული იყვნენ განათლების ექსპერტები, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სპეციალისტები აშშ-დან.

შრომის ბაზარზე აღნიშნული პროგრამით გადამზადებულ პირთა  მიმართ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბსუ უახლოეს პერიოდში გეგმავს ახალი ნაკადისთვის მიღების გამოცხადებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა