პროფესიული უნარების სააგენტოსა და UNDP-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ,,პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში” ფარგლებში, კოლეჯ ,,ოპიზარში” აგრარული მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი მამუკა გოგელია და პროფესიული განათლების მასწავლებელი ლაშა ზოიძე.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ კოლეჯ ,,ოპიზარის” პარტნიორი საწარმოებისა და ადგილობრივი ლაბორატორიების მუშაობის სპეციფიკას, მოისმინეს უახლესი ინფორმაცია სასოფლო სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) ეროვნული პლატფორმის კონცეფციისა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სერვისების შესახებ, რომლის შესახებ პრეზენტაცია UNDP-ს მიერ მხარდაჭერილი და SDC-ის დაფინანსებული გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემ წარადგინა.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით ორგანიზებულ ტრენინგ-სესიას: „აგროწარმოების ეკონომიკური შეფასება და ფერმერული მეურნეობის მართვა“.
უკან |