პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების წლიური კონფერენცია

სურათი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების წლიური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ხარისხის მართვის მენეჯერი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი ჯილდა აბაშიძე ესწრებოდა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე.

კონფერენციაზე მონაწილეები გაეცნენ პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების პროფესიულ განვითარების ახალ მიდგომებს, ინოვაციური მეთოდებსა და გამოცდილებას. სესიაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა მიმდინარე აქტიურ საკითხებზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა