ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ირაკლი მიქელაძემ ტრენინგი ჩაუტარა თემაზე: „როგორ მოვამზადოთ ეფექტური CV, სამოტივაციო წერილი და როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის". ტრენინგი მოიცავდა 2 ეტაპს, პირველ ეტაპზე მონაწილეები გაეცნენ ეფექტური CV-ის და სამოტივაციო წერილის მომზადების წესებს, მნიშვნელოვანი კომპონენტების გათვალისწინებასა და საკუთარი თავის მაქსიმალურად მომგებიან პოზიციაში წარმოჩენას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა გასაუბრებისთვის მზადებას, კითხვებისათვის პასუხის თავის თავდაჯერებულად წარმოვაჩინას. გასაუბრებაზე თავის დაჭერა სხეულის ენის სპეციფიკების გამოყენებით.
უკან |