პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ტრენინგი თემაზე - როგორ მოვამზადოთ ეფექტური CV და სამოტივაციო წერილი და როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის.

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში პროფესიული სტუდენტებისთვის ტარდება ტრენინგი თემაზე - როგორ მოვამზადოთ ეფექტური CV და სამოტივაციო წერილი და როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის.

ტრენინგის მიზანია პროფესიულმა სტუდენტმა სამუშაოს ძიების პროცესში შეძლოს პოტენციურ დამსაქმებელთან საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენა და მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა სხვა სამუშაოს მაძიებლებთან.

აღწერილობა: ტრენინგი მოიცავს 2 ეტაპს.

I ეტაპი: ეფექტური CV-ის და სამოტივაციო წერილის მომზადება, მნიშვნელოვანი კომპონენტების გათვალისწინება და საკუთარი თავის მაქსიმალურად მომგებიან პოზიციაში წარმოჩენა.

II ეტაპი: გასაუბრებისთვის მზადება - რა კითხვებს დაგვისვამენ და როგორ ვუპასუხოთ, რომ თავი თავდაჯერებულად წარმოვაჩინოთ, როგორ დავიჭიროთ თავი გასაუბრებაზე სხეულის ენის სპეციფიკების გამოყენებით და ა.შ.

ტრენერი: ირაკლი მიქელაძე

 ჩატარების დრო და ადგილი:

 I ეტაპი: 10 ივნისი, 12:00 - 14:00;

II ეტაპი: 17 ივნისი, 12:00 - 14:00;

მის: ბათუმი, ლეონიძის ქ. N15 აუდიტორია 306.

ტრენინგზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა