2 ივნისიდან 9 ივნისის ჩათვლით ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მსმენელთა მიღებას მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარება და რეაბილიტაცია“. პროგრამაზე დაიშვებიან უმაღლესი განათლების მქონე პირები (არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები), საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სარეაბილიტაციო ცენტრებში დასაქმებული პირები, მუშაობის სტაჟის მიუხედავად, ფსიქოლოგიის მეცნიერებით დაინტერესებული პირები, ასევე, საბავშვო ბაღში დასაქმებული ფსიქოლოგები ან საბავშვო ბაღში დასაქმების მსურველი პირები.
მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციის განაცხადი და თანდართული საბუთები (პირადობის ასლი, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი და CV) გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: psychologicalclinic.bsu@gmail.com
განცხადება
უკან |