პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

საექთნო განათლება (V დონე);

აღმზრდელი (V დონე);

საფინანსო სერვისები (III დონე);

ბუღალტრული აღრიცხვა (V დონე);

სატყეო საქმე (IV დონე);

მებაღეობა (IV დონე);

საბიბლიოთეკო საქმე (IV დონე).

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა მთლიანად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა (აპლიკანტთა) რეგისტრაცია განხორციელდება 2023 წლის 22 მაისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე -  http://vet.emis.ge ან/და ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დისტანციური მხარდაჭერით ( ცხელი ხაზი: 557 36 40 44)

ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის პირობები

ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პირის ჩარიცხვის პირობები განისაზღვრება პროგრამით, რომელიც ეყრდნობა პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონს, კანონქვემდებარე აქტებს და არსებობის შემთხვევაში, პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტს.
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროგრამის ხელმძღვანელს:

საექთნო განათლება - 577 533 076 (თამარ მხატვარი)

აღმზრდელი - 591 980 699 (მარიანა გოგოლიშვილი)

ბუღატრული აღრიცხვა - 551 098 099 (თამთა ბერიძე)

საფინანსო სერვისები - 599 131 100 (თინათინ ბერიძე)

საბიბლიოთეკო საქმე - 577 141 098 (ნათია ბურჭულაძე)

სატყეო საქმე - 577 162 223  (რუსლან დავითაძე)

მებაღეობა - 591 054 908 (ლეილა ებრალიძე)

პროგრამაზე დაშვების მექანიზმები

საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევის მექანიზმებს განსაზღვრავს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევის მექანიზმი განისაზღვრება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ელ.ფოსტა:  vocational@bsu.edu.ge ტელ: 577 491 939; 591 980 383;

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა