ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის საფინანსო სერვისების სტუდენტებს ლიბერთი ბანკის საოპერაციო მენეჯერი მარიამ ხოფერია შეხვდა და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრაზე სტუდენტები ასევე გაეცნენ მენეჯერის, მოლარისა და მოლარე-ოპერატორების პოზიციებსა და მათ მოვალეობებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მარიამ ხოფერიამ სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.
უკან |