2023 წლის 27 აპრილს Erasmus+ პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში – DITECH“ ფარგლებში შედგა შეხვედრა საჯარო სკოლის პედაგოგებთან.
პროექტში ჩართულმა ბსუ-ს პერსონალმა, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ, ასისტენტ პროფესორმა ნინო სამნიძემ მომავალ და საჯარო სკოლების მოქმედ მასწავლებლებს გააცნეს პროექტის ფარგლებში ციფრული კომპეტენციისა და უნარების გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ინოვაციური პროგრამები და ტრენინგკურსები. შეხვედრაზე გამოიკვეთა პედაგოგების საჭიროებები და დაიგეგმა ტრენინგი.
პროექტის ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს უნივერსიტეტებში ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვითარებისა და დანერგვის გზით. პროექტის ძირითადი სამიზნე ჯგუფებია სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მომავალი/მოქმედი მასწავლებლები.
უკან |