პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლაში მოქმედი „იდეატორთა კლუბის“ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბსუ „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ ფარგლებში იდეატორთა კლუბებს ახორციელებს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლაში მოქმედი „იდეატორთა კლუბის“ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კლუბის ბიზნეს-პარტნიორია „კერკი - მშრალი ხილის საწარმო“. შეხვედრაში კლუბის ხელმძღვანელი, ბსუ-ს პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო შეროზია, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის IV კურსის სტუდენტები - ქეთევან მახაჭაძე და მელანო ანანიძე, ძენწმანის საჯარო სკოლის მასწავლებელი ეთერ სურმანიძე და დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა „კერკი - მშრალი ხილის საწარმოს“ საქმიანობის გაცნობას, ჩირის წარმოების პროცესში მოსწავლეების მონაწილეობასა და წარმოებული პროდუქციის დაგემოვნება-შეფასებას.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა