პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ში აგრარული ექსტენციის ცენტრი გაიხსნა

სურათი

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე აგრარული ექსტენციის ცენტრი გახსნეს. ცენტრის დაარსების მიზანია სოფლის მეურნეობის დარგების მხარდაჭერა, საზოგადოებისათვის აგრარული ექსტენციის მიწოდებაში უნივერსიტეტის როლის და მონაწილეობის გაძლიერება ბსუ-ს აკადემიური პირების და კვლევითი ცენტრების ბაზებზე განხორციელებული კვლევების ექსტენციის სხვადასხვა პროგრამებად შემუშავების და განხორციელების მეშვეობით.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთვება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, კლიმატთან ადაპტირებული მიდგომების შემუშავების და მეცნიერული კვლევების მიმართულებით.

ცენტრი განახორციელებს ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, სასკოლო და სტუდენტურ აქტივობებს, პრაქტიკოს ექსტენციონისტებთან ერთობლივ ინიციატივებს და სამეცნიერო პროექტებს.

აგრარული ექსტენციის ცენტრი გაიხსნა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ადგილობრივი პარტნიორია „მომავლის ფერმერი“.
აგრარული ექსტენციის ცენტრის საქმიანობაში ჩართული იქნება ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების აკადემიური პერსონალი, რომლებიც ამერიკელმა ექსპერტებმა გადაამზადეს. სტუდენტები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებით საველე პირობებში მუშაობის ტექნიკას, დარგში მიმდინარე მიღწევებსა და სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას.

აგრარული ექსტენციის ცენტრი მუდმივად გაუწევს კოორდინაციას და ითანამშრომლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საერთაშორისო დონორებთან და ადგილობრივ ფერმერებთან ექსისტენციის მიწოდების საკითხებში. ცენტრს ასევე ექნება მუდმივი კომუნიკაცია სკოლის მოსწავლეებთან, რომლებიც ჩართულნი იქნებიან კლინიკის ყველა ღონისძიებაში.

აგრარული ექსტენციის ცენტრი გახსნა აშშ-ში ბსუ-ს დელეგაციის ვიზიტის დროს დაიგეგმა. 6-10 თებერვალს შეხვედრები გაიმართა ტეხასის და ოჰაიოს შტატებში აგრარულ ექსტენციაში ჩართულ სხვადასხვა ინსტიტუციის ხელმძღვანელებთან. მათ შორის, ტეხასის შტატის ექსტენციის ცენტრის ჰიუსტონის წარმომადგენლობასთან; Prairie View A&M უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან; ოჰაიოს შტატის ექსტენციის ოფისთან; Сentral State უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, მენეჯმენტთან და აკადემიურ პერსონალთან; ტეხასის და ოჰაიოს შტატის იმ სკოლებთან, რომლებიც აგრარულ ექსტენციაში არიან ჩართულები.

აგრარული ექსტენციის ცენტრის გახსნის შემდეგ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტში მონაწილე ბათუმის N1 და N28 საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა და ცენტრის მნიშვნელობასა და პროფესიის არჩევის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა