ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო სერვისების პროგრამის სტუდენტებს ამავე მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა და ლიბერთი ბანკის თანამშრომელმა ხატია შამანაძემ ბანკნოტებისა და მონეტების ფორმირებისა და სალაროს გახსნა-დახურვის პროცედურების მასტერკლასი ჩაუტარა. ხატია შამანაძემ სტუდენტებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა და ღონისძიების დასასრულს აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.
უკან |