პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

კონფერენცია „უნარების ეკოსისტემა და რეფორმის ახალი ეტაპი“ გაიმართა

სურათი

21-23 ივნისს, სახელმწიფო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით კონფერენცია „უნარების ეკოსისტემა და რეფორმის ახალი ეტაპი“ გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო საჯარო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებისთვის პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის ახალი ეტაპის გაცნობა, ამ პროცესში მათი როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმა და სააგენტოს მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

კონფერენციის ფარგლებში, მხარეებს შორის დისკუსია გაიმართა, მონაწილეებმა რეფორმის ეტაპზე მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს, სამომავლო ნაბიჯები განიხილეს და თავიანთი მოსაზრებები გააზიარეს. სააგენტოს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებები და რეკომენდაციები მოისმინეს. ღონისძიებაში მონაწილეობდა ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი მადონა მიქელაძე.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა