პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ტრენინგი „პროფესიული განათლების პრაქტიკოსი მკვლევარი“ ჩატარდა

სურათი

პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი ,,პროფესიული განათლების პრაქტიკოსი მკვლევარი''. ტრენინგს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ტრენინგის მიზანი - პროფესიულ განათლებაში კვლევის მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებაა. სწავლებას უძღვებოდა მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი მარკუს ბიონერი. ტრენინგის ფარგლებში, მსმენელები გაეცნენ პროფესიულ განათლებაში კვლევის მნიშვნელობასა და პროფესიული განათლების მიმართულებით ჩატარებული კვლევის საბაზისო წესებს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა