პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

გამოცხადდა მიღება ბსუ-ს პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“

სურათი

გამოცხადდა მიღება ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ,,ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ (მე-2 და მე-3 ნაკადი). პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 22 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - http://vet.emis.ge (რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხზე კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით: 577-49-19-39).

განხორციელების ვადები: 10.11.2022 – 04.12.2022
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
I ეტაპი: დოკუმენტაციის შესაბამისობა პროგრამაზე დაშვების წინაპირობასთან;
II ეტაპი: გამოცდა (ტესტირება);
III ეტაპი: გასაუბრება (ონლაინ);

პროგრამის გავლის მსურველი უნდა ფლობდეს ჩამოთვლილი აკადემიური ხარისხიდან/პროფესიული კვალიფიკაციიდან ერთ-ერთს: ბაკალავრის აკადემიურ ხარისხი საბუნებისმეტყველო, სიცოცხლის შემსწავლელი, გამოყენებითი ბიომეცნიერების, ბიოტექნოლოგიის, გარემოს დაცვის, აგრარული, სოფლის მეურნეობის, მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის, ფარმაკოლოგიის მიმართულებებით ან/და ლაბორატორიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროფესიულ კვალიფიკაციას შემდეგი მიმართულებით: ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი; ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი; ქიმიური და კვების მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი; ქიმიური წარმოების სპეციალისტი; ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი; სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი; ფარმაცია და ფარმაციის თანაშემწე; ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი.

რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა ელექტორნულ ფოსტაზე: vocational@bsu.edu.ge 2022 წლის 26 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა