პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

„Erasmus+“-ის პროექტის Love Distance-ს ფარგლებში ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა

სურათი

ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებსა და პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენერებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი თემაზე „ტრენინგის დაგეგმვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით“. ტრენინგი „ERASMUS+“-ის პროექტის ,,სწავლების  ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლებისა და სწავლის გამოყენებით" (Love Distance) ფარგლებში ჩატარებულ ტრენერთა ტრენინგზე Barcelona-2020 მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარდა. ტრენინგის მიზანს მსმენელთა IT კომპეტენციების ამაღლება, სასწავლო პროცესში/ტრენინგის დაგეგმვის დროს მრავალფეროვანი ციფრული რესურსების შექმნა-გამოყენების ხელშეწყობა და სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის/აპლიკაციის გაცნობა წარმოადგენდა.

ტრენერთა ტრენინგი პროექტში ბსუ-დან ჩართული პერსონალის მიერ, მსმენელთა საჭიროებების კვლევაზე დაყრდნობით დაიგეგმა და მასში „ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის“ განმახორციელებელი 16 პერსონალი და 4 ტრენერი მონაწილეობდა. მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით, პროექტის Love Distance ფარგლებში ტრენინგების ჩატარება სამომავლოდაც გაგრძელდება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა