1-30 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში აჭარის პროფესიული საგანმანათლოებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ჩართულობით მოკლევადიანი პროგრამის ,,პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების ინსტრუქტორების უნარების განვითარება“ პილოტირება განხორციელდა. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ: პრაქტიკის ობიექტის წარმომადგენელი პერსონალი, კერძოდ: მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროგრამების ინსტრუქტორები ან/და საწარმოო პრაქტიკის განმახორციელებლი პერსონალი ან/და პრაქტიკული კომპონენტის განმახორციელებლი პერსონალი.
პროგრამა შემუშავდა პროექტის „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (VET) სისტემის მოდერნიზაცია (VET ფაზა 2) ფარგლებში.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაეროს განვითარების პროექტში 2021 წლიდან ჩართულია. პროექტის მიზანია პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების კუთხით ბსუ-ს როლის გაზრდა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში დაიგეგმა კომპანიის ინსტრუქტორის მოკლევადიანი გადამზადების პროგრამის შემუშავება, განხორციელების უფლების მოპოვება, პროგრამის პილოტირება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი იგეგმება პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაინტერესებული მხარეებისთვის შეთავაზება.
უკან |