6-7 ივნისს პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის პროექტ „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ფარგლებში, ბორჯომში ჩატარდა სემინარი. პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მას ახორციელებს ფონდი „გაეროს ასოციაცია“ და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი. სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის პერსონალი და პროფესიული განათლების მასწავლებლები.
უკან |