30 მაისს, თბილისში გაიმართა პროექტის - “პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა ორგანიზაციული და HR სისტემების ხარისხის ამაღლებით” დახურვის ღონისძიება. პროექტი განხორციელდა HR პროფესიონალთა ასოციაციის | HRPA • Georgia-ს მიერ ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia-ს) მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ცენტრი | HICDC.
პროექტი მისი შედეგებით ხელს შეუწყობს საქართველოში პროფესიული კოლეჯების ინსტიტუციურ გაძლიერებას, რომ შეძლონ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მე-4 სტანდარტის დანერგვა.
უკან |