პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

საბავშვო ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრმა აჭარის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ცენტრსა და საბავშვო ბაღების გაერთიანებებს შორის დაიგეგმა თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით. 2023 წლიდან, ბსუ-ში იგეგმება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „აღმზრდელი“ და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელება. ბსუ-მ საბავშვო ბაღების გაერთიანებებს ასევე შესთავაზა მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამა - „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება“.

პროფესიული პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის  2020 წლის 30 ივნისის №68/ნ ბრძანებით დამტკიცდა. ბსუ-მ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის განხორციელების უფლება 2020 წელს მოიპოვა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა