პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ს პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ტყის ძირითადი მერქნიანი და არამერქნული რესურსებით სარგებლობა“ ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ მსმენელთა რეგისტრაცია

სურათი

ბსუ-ს  პროფესიული მომზადების პროგრამაზე ,,ტყის ძირითადი მერქნიანი და არამერქნული რესურსებით სარგებლობა“ ჩარიცხვის უფლებამოპოვებულმა  მსმენელებმა 2021 წლის 11 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, 11:00-დან 16:00 საათამდე, ხელშეკრულების გაფორმებისა და პირადი საქმის გახსნის მიზნით ბსუ=ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ადმინისტრაციაში (ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. N15, VI კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი N306) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

) განცხადება (თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულქმედუნარიანია, განცხადება უნდა წარმოადგინოს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა);

) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ქმედუუნარო/ შეზღუდულქმედუნარიანი პირის შემთხვევაში ასევე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას); 

) სრული ზოგადი ან/და უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

) ორი ფოტოსურათი 3X4-ზე;

) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის).

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ელფოსტა: vocational@bsu.edu.ge

მობილური: 577491939

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა