ბსუ-ს პროფესიული მომზადების პროგრამაზე ,,ტყის ძირითადი მერქნიანი და არამერქნული რესურსებით სარგებლობა“ ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტთა გასაუბრება ჩატარდება 2021 წლის 08 დეკემბერს Zoom პლატფორმის გამოყენებით 12 საათიდან 15 საათამდე. აპლიკანტთა შეფასება (გასაუბრება) განხორციელდება შემდეგი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: მოტივაცია (ინტერესი პროფესიისადმი), ხედვა პროგრამის ფარგლებში პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით, ლოგიკური აზროვნების უნარი და კომუნიკაციის უნარი (მაქსიმალური საკონკურსო ქულა - 100; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 51 ქულა).
ბსუ-ს პროფესიული მომზადების პროგრამაზე ,,ტყის ძირითადი მერქნიანი და არამერქნული რესურსებით სარგებლობა“ ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტთა შეფასების (გასაუბრება) და შეფასების (გასაუბრების) პროცესის ადმინისტრირების მიზნით იმუშავებს საგამოცდო და სააპელაციო კომისიები:
- მამუკა გოგელია - პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი, ცენტრის დირექტორის მ.შ., პროფესიული მომზადებისა დაპროფესიული გადამზადების კოორდინატორი - კომისიის თავმჯდომარე;
- რეზო ვასაძე - პროფესიული მომზადების პროგრამის განმახორციელებელი, დამსაქმებელი;
- ბიძინა კოჩალიძე - პროფესიული მომზადების პროგრამის განმახორციელებელი, დამსაქმებელი;
- ჯუმბერ აბულაძე - სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე;
- რუსლან დავითაძე - სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, დამსაქმებელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ელფოსტა: vocational@bsu.edu.ge
მობილური: 577491939
უკან |