პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზება“ სამუშაო შეხვედრა

სურათი

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზება“ ფარგლებში ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე,  პროექტის მენეჯერი ელენე ცხაკაია,  მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი შალვა ლაზარიაშვილი, პროფესიული განათლების სპეციალისტი ნინო ელბაქიძე, პროექტის  კონსულტანტი მამუკა მათიაშვილი, ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის სპეციალისტები, პროფესიული კოლეჯების „ბლექსი“ და ,,ახალი ტალღა“ წარმომადგენლები. ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე პროექტში ჩართულმა ბსუ-ს პერსონალმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა  პრეზენტაცია საგრანტო პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან შედგა შეთანხმება მოკლევადიანი პროგრამის პილოტირების საკითხებთან დაკავშირებით.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  2021 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP). ამჟამად, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით უნივერსიტეტი ახორციელებს მცირე საგრანტო პროექტი, რომლის ფარგლებში იგეგმება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებისთვის კომპანიის ინსტრუქტორის მომზადების პროგრამის შემუშავება და  პილოტირება, პროგრამისათვის საჭირო სასწავლო რესურსისა და  აღჭურვილობის შეძენა.

გრძელვადიან პერსპექტივაში ბსუ გეგმავს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების შეთავაზებას დაინტერესებული პირებისათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა