პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

სამაგისტრო პროგრამის „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ წარდგენა

სურათი

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ახალი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ წარდგენა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა მადონა მიქელაძემ პრეზენტაციაზე პროგრამის მიზნები, ამოცანები და განხორციელების პირობები წარმოადგინა. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, პროგრამის „კერძოს სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ხელმძღვანელის მოადგილე (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)) სელმა  ულრიხსი, პროფესიული უნარების სააგენტოს სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის ლიდერი ნიკოლოზ მესხიშვილი, სამაგისტრო  პროგრამის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და დამსაქმებლები ესწრებოდნენ.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების კონკურენტუნარიანი სპეციალისტი. პროგრამა პროფესიული განათლების აქტუალური პრობლემების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე პროფესიული განათლების სტუდენტს მისცემს მაღალი ხარისხის კომპეტენციების გამომუშავების/განვითარების შესაძლებლობას. პროგრამის კურსდამთავრებულის კომპეტენცია  იქნება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეფექტიანად საქმიანობა, პროფესიული განათლების სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა