„ERASMUS+“-ის საგრანტო პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლებისა და სწავლის გამოყენებით“ (Learning Optimization and Academic Inclusion Via Equitative Distance Teaching and Learning - Love Distance) ეგიდით, ერასმუსის საინფორმაციო დღეების ფარგლებში ვორქშოფი ჩატარდა. ღონისძიების მიზანი ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენერებისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სიახლეების, ონლაინ ტრენინგების დაგეგმვა-ჩატარების, დისტანციური ტრენინგების ჩაწერის მეთოდოლოგიის და ტექნიკური დეტალების გაცნობა იყო.
ვორქშოფი პროექტ Love Distance-ს ბსუ-ს გუნდის ორგანიზებით ჩატარდა და მასში ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყევტი განათლების ცენტრის მოქმედი ტრენერები მონაწილეობდნენ. პროექტის წევრებმა ვორქშოფის მონაწილეებს იმ პროგრამებისა და ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების დეტალები გააცნეს, რომლებიც პროექტის ფარგლებში ბსუ-ს შეიძენა. ტრენერების მიერ დაიგეგმა დისტანციური ტრენინგ-კურსების მომზადება, რაც დაფუძნებული იქნება საჭიროებების კვლევების შედეგებზე.
უკან |