ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა, ხარისხის მართვის მენეჯერმა და ხარისხის მართვის კოორდინატორმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგის მიზანს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების შეფასების მიდგომების გაცნობა და შეფასების პროცესის ადმინისტრირების საკითხების გაცნობიერება წარმოადგენდა. სწავლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2021 წლის 28-29 მაისს, სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა.
უკან |