პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების განხორციელებისათვის სასოფლო-სამეურნეო და კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული გადამზადებისა და ექსტენციის თანამედროვე სისტემების დანერგვა საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა „COVID 19-ის პანდემიის ზეგავლენა პროფესიული განათლების ინსტიტუტებსა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამების განხორციელებაზე“ გაიმართა. ბსუ-ს ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი დანიელ მეული და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ანა ჩერნიშოვა ეწვივნენ. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა ჩატარდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და მოეწყო ვორქშოფი თემაზე: „COVID-19 პანდემიის ზეგავლენა პროფესიული განათლების ინსტიტუტებსა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამების განხორციელებაზე“.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ბსუ-სთვის შეძენილი აღჭურვილობის პრეზენტაცია და უნივერსიტეტის ახალ სასწავლო კორპუსში განთავსებული პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის დათვალიერება.
გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან პროფესიული სწავლების განვითარებაში და ხელშეწყობაში. სხვა მრავალ უკვე არსებულ აქტივობებთან ერთად, ერთ-ერთი ახალი აქტივობაა პროფესიული სასწავლებლებისათვის ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით, ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა. კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული გართულებების აღმოფხვრის თვალსაზრისით, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობის მიწოდების სახით დახმარება განხორციელდა.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული გადამზადებისა და ექსტენციის თანამედროვე სისტემების დანერგვა საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ პროექტის ფარგლებში ბსუ-ს ორი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - „მებაღეობა“ და „სატყეო საქმე“ დამატებისა და განხორციელებისათვის გადაეცა სასოფლო-სამეურნეო და კომპიუტერული ტექნიკა. ეს დამატებითი შესაძლებლობაა როგორც უნივერსიტეტის ინსტიტუციური გაძლიერებისათვის, ისე რეგიონის მაცხოვრებლებისათვის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის.

პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა