პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

„დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა“

სურათი

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას“. 2017-2020 წლებში სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ დევნილებას და ეკომიგრანტებს სააგენტო პროგრამის ფარგლებში აუნაზღაურებს საცხოვრებელი ადგილიდან საგანმანათლებლო დაწესებულებამდე და პირიქით, გადაადგილების ხარჯს.
პროგრამაში მონაწილეთა განაცხადი მიიღება 2020 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანცელარია.
ელექტრონული ფორმით განაცხადი მიიღება საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის  სააგენტოს მისამართზე: http://info@livelihood.gov.ge

პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. განაცხადი წარმოდგენილია დადგენილ ვადაში, ხელმოწერილია, შევსებულია სრულყოფილად და თანდართულია წარმოსადგენი დოკუმენტაცია. მათ შორის, იგულისხმება დეპარტამენტის მოთხოვნით გამოსწორებული ხარვეზი ან/და წარმოდგენილი დოკუმენტი;
2.განმცხადებელი რეგისტრირებულია სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და ფლობს დევნილის აქტიურ სტატუსს ან არის იმ ეკომიგრანტი ოჯახის წევრი, რომლებზედაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების შესაბამისად, გამოცემულია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ბრძანება;
3. განმცხადებელი სწავლობს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
4.განმცხადებელი სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულია 2017-2020 წლებში;
5. განმცხადებლის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილსა და იმ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, სადაც სწავლობს მანძილი 1 კმ. ან 1 კმ-ზე მეტია.

განაცხადს თან უნდა ერთოდეს:

1. განმცხადებლის პირადობის/პასპორტის ასლი;
2. ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით;
3. განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
4.  შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდვის დამადასტურებელი ცნობა, ფორმა N100 და სხვა), იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არის შშმ პირი და ითხოვს კერძო ტრანსპორტით გადაადგილების ხარჯის ანაზღაურებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: ტელ. 577 49 19 39


 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა