ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. 2020 წლის პროფესიული ტესტირების შედეგად, ბსუ-ს 7 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 104 სტუდენტი ჩაირიცხა. პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ადმინისტრაცია სასწავლო პროცესის დაწყებამდე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ პერსონალს, სტუდენტებს შეხვდა და პროგრამების განხორციელების დეტალები გააცნო. სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის უზრუნველყოფის მიზნით, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელმა პერსონალმა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა ცვლილებები შეიტანეს სასწავლო გეგმებში.
უკან |