პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის წარმომადგენლების ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის დირექტორი - ნენსი პარკსის, USAID-ის განათლების სპეციალისტის მედეა კაკაჩიას და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის კოორდინატორის ანა აბულაძის სამუშაო ვიზიტი გაიმართა.  შეხვედრა მიზნად ისახავდა ბსუ-ს მიერ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფას. სტუმრები უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს თამარ სირაძეს, ადმინისტრაციისა და პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა (USAID Basic Education Program) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდა და 4 წელი გაგრძელდება. პროგრამა დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ახორციელებს სამმხრივი მიმართულების კვლევითი ინსტიტუტი - RTI International. პროგრამაში  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად,  ჩართულია საქართველოს 7 უნივერსიტეტი და 2 არასამთავრობო ორგანიზაცია.

პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 9 ივლისს ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების დანერგვის მიზნით, ტრენინგები ჩაუტარდება აჭარისა და გურიის რეგიონის 326 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კითხვისა და მათემატიკის მიმართულების მასწავლებლებსა და დირექტორებს. ტრენინგები ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.

პროგრამამ უნდა უზრუნველყოს აჭარისა და გურიის რეგიონის I-VI კლასელი მოსწავლეების პროგრესი წიგნიერებაში, მათემატიკაში, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარებაში.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა