პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლების ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები: „პროფესიული გადამზადებისა და ექსტენციის თანამედროვე სისტემების დანერგვა საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ პროექტის მენეჯერი კონსტანტინე კობახიძე და პროფესიული განათლების განვითარების კონსულტანტი მამუკა მათიაშვილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე პროფესორი თამარ სირაძე, ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე მითაიშვილი, ბსუ-ს საფინანსო ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი გურამ გვარიშვილი, პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი მადონა მიქელაძე და ცენტრის პერსონალი.

შეხვედრაზე განიხილეს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების - „მებაღეობა“ და „სატყეო საქმე“ განხორციელებისათვის საჭირო აღჭურვილობის შეძენა/მოწოდების საკითხები.

გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან პროფესიული სწავლების განვითარებასა და ხელშეწყობაში. სხვა მრავალ უკვე არსებულ აქტივობებთან ერთად,  ერთ-ერთი ახალი აქტივობაა პროფესიული სასწავლებლებისათვის ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით, ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა