პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი უნივერსიტეტს ეწვია

სურათი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. მინისტრის მოადგილე ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს  და პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორს მადონა მიქელაძეს შეხვდა. თამარ ქიტიაშვილი ადგილზე გაეცნო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის აღდგენისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს. შეხვედრაზე ასევე, სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

13 ივლისიდან  ბსუ-ს  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი განახლდება. უნივერსიტეტმა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება გაიარა და მიიღო სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა, რაც გულისხმობს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებას.

აღსანიშნავია, რომ მალე ბსუ-ს თანამედროვე სტანდარტების ახალი სასწავლო კორპუსი დაემატება, რომელიც ფუნქციონირებას შემოდგომაზე დაიწყებს. სასწავლო კორპუსის სივრცე დაეთმობა 11 ავტორიზებულ პროფესიულ პროგრამას, რომელიც 255 სტუდენტზეა გათვლილი. თითოეული პროგრამისთვის შეიქმნება ადაპტირებული სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზები, ასევე მოეწყობა ტრენინგცენტრი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა