პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

სურათი

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს დაფინანსებას საქართველოს საჯარო სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად.   

USAID საბაზისო განათლების პროგრამა ხელს შეუწყობს უნივერსტეტების ჩართულობას ზოგადი განათლების სისტემაში. გაიზრდება მათი, როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრების შესაძლებლობები, საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორებისთვის  მოსწავლეზე ორიენტირებული პროფესიული განვითარების აქტივობების პირისპირ და ონლაინ მიწოდების გზით.

USAID საბაზისო განათლების პროგრამა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, მიზნად ისახავს მდგრადი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელებას.  პროგრამა გეგმავს  თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემოღებას და  ინტერაქტიული სასწავლო პროგრამების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, ამოცანის ამოხსნის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.  ამასთანავე სკოლებში დაინერგება  ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა  საჭიროებების შესაბამისი სწავლების მეთოდები.

 

პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტებია:

  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა