პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორის ანგარიში

სურათი

პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი მადონა მიქელაძე ბსუ-ს პროფესიული განათლების მასწავლებლების წინაშე 2019 წელს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარსდგა. მადონა მიქელაძემ ისაუბრა ცენტრის წინაშე არსებულ გამოწვევებზე  და იმ ღონისძიებებზე, რაც ბსუ-ში აღნიშნული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით ჩატარდა. კერძოდ, გაუმჯობესდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების, აგრეთვე სასწავლო პროცესის განხორციელებისა და მონიტორინგის მექანიზმები, შემუშავდა  ახალი პროფესიული საგანმანათლებლო, ასევე პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები.

ბსუ აქტიურად იყო ჩართული ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში და „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამაში“. ჩატარდა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის. სსსმ პროფესიული სტუდენტებისათვის სოციალურ-ინკლუზიური გარემოს შექმნის მიზნით მოწვეული იქნა სპეციალური განათლების მასწავლებელი და სსსმ პროფესიული სტუდენტის ასისტენტი.  

შეხვედრის დასასრულს პროფესიული განათლების მასწავლებლებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ხელმძღვანელმა ნინო ელბაქიძემ   სერტიფიკატები გადასცა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა