საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელმა საბჭომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული გადამზადების პროგრამებს „უსაფრთხოების წესების დაცვა იატაკისა და ფილების სამუშაოების შესრულებისას“ და „უსაფრთხოების წესების დაცვა სამშენებლო კონსტრუქციების აწყობისას" განხორციელების უფლება მიანიჭა. ვულოცავთ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.
უკან |